საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სამეულშია

0
1147

კრიმინალური ინდექსის 2016 წლის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, 118 ქვეყანას შორის საქართველო 116-ე ადგილზეა.

საქართველოს უსაფრთხოების მაჩვენებლის თვალსაზრისით მხოლოდ სინგაპური და სამხრეთ კორეა უსწრებს.

კრიმინალურმა ინდექსმა, აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 19,26% შეადგინა, ხოლო უსაფრთხოების მაჩვენებელმა – 80,74%.

ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, უკრაინა 43-ე ადგილზეა, თურქეთი 75-ეზე, რუსეთი 50-ეზე, აზერბაიჯანი 95-ეზე, ხოლო სომხეთი 99-ეზე.

კრიმინალური ინდექსის მონაცემებით, ყველაზე საფრთხის შემცველ ქვეყანათა ხუთეულში ვენესუელა, პაპუა ახალი გვინეა, ჰონდურასი, სამხრეთ სუდანი და სამხრეთ აფრიკაა.

ამ მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები 46-ე ადგილზეა, დიდი ბრიტანეთი 65-ე, შვეიცარია 108-ეა, ხოლო საფრანგეთი – 64-ე.