სირიის საზღვარი თურქულმა ტანკებმა გადაკვეთეს

0
1090

სირიის საზღვარი თურქულმა ტანკებმა გადაკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

საბრძოლო მოქმედებები თურქეთის საზღვართან მდებარე სირიულ ქალაქ ჯერაბლუსში მიმდინარებს. თურქეთს „ისლამური სახელმწიფოს“ თურქეთის საზღვრიდან მოშორება სურს. სწორედ ამიტომ თურქულმა ავიაციამ, ასევე არტილერიამ 70-მდე ობიექტი დაბომბა.

ტელეკომპანია BBC-ის  ინფორმაციით, თურქული სატანკო შენაერთები სირიის ჩრდილოეთში, ქალაქ ჯარაბლუსის რაიონში გადავიდნენ, სადაც დღეს თურქეთმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

თურქული პრესის ცნობით,  ოპერაციაში სახელწოდებით „ევფრატის ფარი“ 20-მდე თურქული ტანკი მონაწილეობს.

ჯარაბლუსი თურქეთის საზღვრიდან დაახლოებით ერთი კილომეტრში მდებარეობს.

„ისლამური სახელმწიფო“ ქალაქს 2013 წლიდან აკონტროლებს.