უკრაინამ გამყოფი ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანა დაიწყო

0
1380

უკრაინამ გამყოფი ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანა დაიწყო. როგორც “ინტერფაქს უკრაინა” იტყობინება, ამის შესახებ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის სპიკერმა ანტიტერორისტული ოპერაციის საკითხებში, ანდრელი ლისენკომ განაცხადა.
“უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 3 ოქტომბრიდან გამყოფი ხაზიდან შეიარაღებისა და ტექნიკის, მათ შორის ტანკების გაყვანა დაიწყო 15 კილომეტრის მანძილზე”, – განაცხადა ლისენკომ კიევში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, აღნიშნული პროცესი ორგანიზებულად, ეუთო-ს სამონიტორინგო მისიასთან შეთანხმებით მიმდინარეობს.
სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, უკრაინაში, კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა 100 მილიმეტრზე ნაკლები კალიბრის მძიმე შეიარაღება გამყოფი ხაზიდან 15 კილომეტრის სიშორეზე უნდა გაიყვანონ.