ფეხბურთის ფედერაციამ UEFA-სგან წერილი მიიღო

0
1373

სამ დღეში ცნობილი უნდა გახდეს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის ვინაობა. უეფა ქართულ მხარეს წერილს უგზავნის, სადაც ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი ფედერაციას აფრთხილებს, რომ ის ვალდებულია დაიცვას საკუთარი წესდება. ამასთან, წერილში წერია, რომ ყრილობას დაესწრებიან უეფას წარმომადგენლები, რათა ადგილზე გაეცნონ ვითარებას და უზრუნველყონ ყველა კანდიდატისთვის თანაბარი პირობები. უეფა ასევე მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე მხარეებს, მოერიდონ უეფას სახელით მანიპულირებას.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ბოკერია აცხადებს, რომ ეს არის არა ოფიციალური მიმოწერა, არამედ პირადი.

„პირად მიმოწერაზე საუბარი ცოტა უხერხულია, ჩემთან მოსული იმეილი არის. ეს კორესპონდენცია ჩვენსა და უეფას შორის ფაქტობრივად, ყოველდღიური რეჟიმის არის. ისევე, როგორც ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას, ისინიც ინტერესდებიან რა ხდება.

დაგროვილი ფაქტების გამო ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ერთხელ უკვე მიმართა ოფიციალური წერილით უეფასაც და ფიფასაც და შემდეგ ამაზეც მოვიდა პასუხი, ზუსტად მანდ გადაწყდა, რომ უეფადან წარმომადგენლობითი დელეგაცია დაესწრებოდა არჩევნების პროცესს“,-განაცხადა ბოკერიამ.