ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული სამი პირი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მომხდა.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ანორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.