ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს “თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი, მიხეილ მეთაფლიშვილი დააკავა.
“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაჰპირდა „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმებას, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 1500 ლარი.”-აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
საჯარო მოხელე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.