შეძლებს თუ ვერა რუსეთი ინჯირლიკის ავიაბაზის აშშ-სთვის წართმევას?

0
1116

მოსკოვი ინჯირლიკის ავიაბაზის გამოყენებისთვის თურქეთზე ზეწოლას ახორციელებს. ამის შესახებ ინფრომაციას რუსეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაზეთი “Times“-ი ავრცელებს.

გაზეთმა, რუსეთის ფედერაციის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის იგორ მოროზოვისა და ფედერაციის საბჭოს თავდაცვის კომიტეტის პრეზიდენტის ვიქტორ ოზეროვის რუსულ მედიაში გაკეთებულ განცხადებებს დაუთმო ადგილი.

მოროზოვმა გაზეთ ″იზვესტიასთან″ საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის თვითმფრინავებისა და ბომბდამშენების ინჯირლიკის ავიაბაზაზე შესვლის ნებართვის მიცემა, პრეზიდენტ ერდოღანის მხრიდან კრემლსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების ლოგიკური გაგრძლება იქნება.

მოროზოვის თქმით, ნატოს ინჯირლიკის ავიაბაზის ჩვენს მთავარ ავიაბაზად გამოყენება ერდოღანთან გასაკეთებელ შეთანხმებაზეა დამოკიდებული.

″ეს, რუსეთის საჰაერო ძალებს ISIS-ის და სხვა ჯიჰადისტური დაჯგუფებების ′მუდმივად დასაბომბად′ და ომის სწრაფად დასასრულებლად დაეხმარება. დაინახავთ, შემდეგი ავიაბაზა ინჯირლიკი იქნება. ეს პუტინისთვის კიდევ ერთი გამარჯვება იქნება.″-განაცხადა მოროზოვმა.