შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

0
1205

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, აზერ ჰუსეინს შეხვდა. შსს-ს ცნობით, მინისტრმა ელჩს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და სიახლეები გააცნო. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.