შსს-მ თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა გააძლიერა

0
1168

შსს-მ თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა გააძლიერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებსი თანახმად, განსაკუთრებით საქართველო-თურქეთის საზღვარი კონტროლდება.

“თურქეთის რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირები, გაცნობებთ:

საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, როგორც სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის, ასევე საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით შეზღუდულია, ხოლო საპირისპირო მიმართულებით – თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში – შეუფერხებლად ხორციელდება.

შს მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მწვანე ზოლი გადასულია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე. მობილიზებულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სრული პირადი შემადგენლობა, განსაკუთრებით კონტროლდება საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მიმართულება. ასევე, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დეპარტამენტის მცურავი საშუალებები, რომლებიც აჭარის აკვატორიას აკონტროლებენ.

შსს-ს არსებული სიტუაციისადმი ადეკვატური ზომები აქვს მიღებული, რათა უსაფრთხოების დონე კვლავ დარჩეს მაღალ ნიშნულზე”, -აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.