შს მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა, 150-მდე მეხანძრე-მაშველთან და სააგენტოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, ხეების დარგვის აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ღონისძიება დედამიწის საერთშორისო დღეს მიეძღვნა. გამწვანების აქცია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის ზღვასთან არსებულ დენდროლოგიურ პარკში განხორციელდა. ღონისძიების მონაწილეებმა პარკში კვიპაროსის 500 ნერგი დარგეს.
აღნიშნული აქტივობის მიზანი გარემოზე ზრუნვა იყო. შსს-ში აცხადებენ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები ახლად დარგული ხეების მოვლას მომავალშიც გააგრძელებენ.