შსს-ში დონორთა საკოორდინაციო კონფერენცია ჩატარდა

0
1222

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო კონფერენცია გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა. აღნიშნულ შეხვედრაზე დონორებს სამინისტროს რეფორმების, განხორციელებული პროექტებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ. ასევე შსს-ს დანაყოფების იმ საჭიროებების ანალიზის შედეგები წარედგინათ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოკლე და საშუალოვადიანი პრიორიტეტებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარეობს.
კონფერენციას შს მინისტრის მოადგილეები არჩილ თალაკვაძე და შალვა ხუციშვილი, აშშ-ს მისიის უფროსის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი, ევროკავშირის მისიის უფროსის მოადგილე შტეფან შტორკი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიპლომატიური მისიის და საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დიპლომატიურ მისიებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორს პროექტების წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.