ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რატომ აქვს ზოგიერთ მწეველს ჯანმრთელი ფილტვები

0
869

ბრიტანელი მეცნიერები ამბობენ, რომ მათ დაადგინეს, თუ რატომ აქვს ზოგიერთ აქტიურ მწეველს პრაქტიკულად ჯანმრთელი ფილტვები. კვლევებში 50 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმში დნმ-ის ის ნაწილი განიცდის მუტაციას, რომელიც სასუნთქი სისტემის ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი, რაც ორგანიზმს მოწევის მავნე ეფექტის კომპენსირების საშუალებას აძლევს.
ცნობილია, რომ მწეველებს დროის განმავლობაში ფილტვების დაავადებები უვითარდებათ. თუმცა იგივე დაავადებები შეიძლება იმ ადამიანებს დაემართოთ, ვისაც ცხოვრებაში არც ერთი ღერი არ მოუწევიათ. მეცნირების ეს კვლევა მიზნად ისახავს ადამიანის ორგანიზმზე მოწევის მავნე ზეგავლენის შესწავლას და რისკების შემცირებას, რასაც ეს ჩვევა იწვევს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here