თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

0
1679

თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
გლდანის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 სათიდან 14:00 საათამდე – სოფელ გლდანის, გლდანის მასივის VII და VIII მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კუფტინის, ლერმონტოვის, ხანძთელის, საიათნოვას, ბერიძის, ანტონ კათალიკოსის, აბესაძის და დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კი – ორთაჭალის, წინანაურის, კრწანისის, ლერმონტოვის, ჭონქაძის და იაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I და II კვარტლების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირისა და კედიას ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის IV და V კვარტლების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ატენის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ნავთლუღის, იუნკერთა, წულაძის, ციხისძირის, შალვა დოლიძის, დიდგორის და ნინიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა ცოტნე დადიანის ქუჩის მცხოვრებლებს შეეხება.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.