ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომხელი შეუწყოს საქართველოსევროალტანტიკურ არჩევანს და მის ასრულებას, – ამის შესახებ საქართველოშიამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულმა ელჩმა იან კელიმ ევროპულ დაევროატლანტიკურ სტრუქტურებშიინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფომინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრისშემდეგ განაცხადა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ასევე იმაზე, თუ რას აკეთებს აშშ იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს მისწრაფებებს.
“საქართველომ უკვე ბევრი რამ გააკეთა და დიდი წვლილი შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში, როგორც ნატოს ოპერაციებში, ისე ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, კვლავ დავადასტურე ჩემი პრიორიტეტი – მტკიცე მხარდაჭერისა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების. ასევე მინისტრთან საუბრისას ავღნიშნე, რომ ძალისხმევა მიმართულია, ხელი შეუწყოს საქართველოს არჩევანს და მის ასრულებას. მრავალი გამოწვევაა ჩვენს წინაშე, მაგრამ მე დავადასტურებ ჩემს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ”, – აღნიშნა ამერიკის ელჩმა იან კელიმ.