ალექსანდრ ტურჩინოვი – რუსეთის ზედა პალატის გადაწყვეტილება ნებისმიერ სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის

0
968

რუსეთის ზედა პალატის გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენების შესახებ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ სირიას, არამედ ნებისმიერ სახელმწიფოს. როგორც “ინტერფაქს-უკრაინა” იტყობინება, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა.

მისი მოსაზრებით, რუსეთის ზედა პალატის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “რუსეთის ფედერაცია საგარეო აგრესიის დასრულებას არ აპირებს და კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ სამხედრო და ტერორისტულ საფრთხედ მსოფლიო საზოგადოებისთვის”.

ტურჩინოვის თქმით, რუსი სამხედროები სირიის ტერიტორიაზე უკვე თვეზე მეტია იმყოფებიან.

რუსეთის ზედა პალატამ რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here