კახი კახიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სასჯელაღსრულების სამინისტრო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს

0
961

კონკრეტულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახი კახიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
როგორც მინისტრმა ბათუმში ჟურნალისტებს განუმარტა, სასჯელაღსრულების სამინისტრო უზრუნველყოფს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას იმის შესახებ, თუ რა ვადიდან რა ვადამდე უნდა იმყოფებოდეს პატიმარი დაწესებულებაში:
„გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს ვერც დაწესებულების დირექტორი. ამ შემთხვევაში რამდენი სასამართლო გადაწყვეტიელბაც გვექნება, მაგალითად, როგორც გიგი უგულავას გათავისუფლების თაობაზე იყო, ჩვენ იმდენს შევასრულებთ. ჩვენ ვართ აღმსრულებლები და არა ინიციატორები. საქალაქო სასამართლო გვეუბნება ამ ვადიდან ამ ვადამდე უნდა იყოს პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას”, – აღნიშნა კახი კახიშვილმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here