რუსეთის მუსულმანების სასულიერო მმართველობა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების დაბომბვას მხარს უჭერს

0
1009

რუსეთის მუსულმანების ცენტრალური სასულიერო სამმართველო გმობს დაჯგუფებებს, რომლებიც სტაბილური ცხოვრების საფუძველს ანგრევს. ის მხარს უჭერს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენებას.
შესაბამის განცხადებაში, რომელსაც რუსეთის მუსულმანთა ლიდერი თალგათ თაჯუდინი აწერს ხელს, ნათქვამია: „ჩვენ ვუკრძალავთ ყველა მუსულმანს ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებებში გაწევრიანებას, მათთან თანამშრომლობას, მათთვის თავშესაფრის გამოყოფას და სხვა მომსახურების გაწევას. ვინც ამ ტერორისტულ ორგანიზაციებს უკვე შეუერთდა, მოინანიოს და მათ გაერიდოს“.
გარდა ამისა, მუსულმანური სამმართველო მხარს უჭერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილებას საზღვარგარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ, რაც საერთაშორისო ნორმების შესაბამისად მოხდა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here