აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაქ ობამა უკრაინას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ეწვევა.
როგორც უკრაინული სააგენტო УНН-ი იტყობინება, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კონსტანტინ ელისეევმა განაცხადა. ელისეევის ინფორმაციით, ვიზიტი შესაძლოა, წლის ბოლომდე შედგეს.
“ამ მიმართულებით ახლა ამერიკულ მხარესთან ერთად ვმუშაობთ და პრეზიდენტების გრაფიკს ვსწავლობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტი წლის ბოლომდე შედგეს”, – განაცხადა ელისეევმა.
მისი თქმით, ბარაქ ობამა უკრაინაში პეტრო პოროშენკომ მიიწვია. თავის მხრივ, პოროშენკომ ანალოგიური წინადადება აშშ-ის პრეზიდენტისგან მიიღო.