„ენერგო პროში“ დასაქმებულებისათვის ხელფასების გაზრდა ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას გამოიწვევს

0
1140

„ენერგო პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულებისათვის ხელფასების გაზრდა ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას გამოიწვევს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში კომისიის წევრმა გოჩა შონიამ განუცხადა.
გოჩა შონიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა დღეს კომისიის შენობის წინ საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირების ორგანიზებით გამართულ აქციასთან დაკავშირებით. აქციის წევრებმა „ენერგო პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულებისათვის ხელფასების 30%-ით გაზრდა მოითხოვეს.
გოჩა შონიას თქმით, ხელფასების მომატების საკითხზე სემეკის წარმომადგენლები „ენერგო პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულებს და ასევე პროფკავშირის წევრებს არაერთხელ შეხვდნენ და ამ საკითხზე ისაუბრეს. შონიას თქმით, კომისია ტარიფის საკითხს მოქმედი მეთოდოლოგიის საფუძველზე ადგენს. მისივე თქმით, ტარიფში აისახა ის განაკვეთები, რაც კომპანიამ წარმოადგინა.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას არ აქვს უფლება გაითვალისწინოს დამატებითი ხარჯები, რადგან ეს აისახება ტარიფზე და გამოიწვევს ტარიფის გაზრდას, რასაც კომისია დაუსაბუთებლად მიიჩნევს. ყველა მომხმარებლისათვის, სადაც ოპერირებს „ენერგო პრო ჯორჯია“, ტარიფი გაიზრდება“, – აღნიშნა შონიამ.
მისივე თქმით, „ენერგო პრო ჯორჯიას“ მარეგულირებელი კომისიისთვის დასაქმებულთა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით ოფიციალურად არ მიუმართავს.
შონიას თქმით, კომისიამ კომპანიისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 2014 წლის 1 სექტემბერს დაამტკიცა, იმ ფაქტობრივი სახელფასო განაკვეთებით, რაც კომპანიას ჰქონდა წარმოდგენილი.
საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირი “ენერგო-პრო ჯორჯიაში” დასაქმებულების ხელფასის 30%-ით გაზრდას ითხოვს.
ამ მოთხოვნით დღეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შენობის წინ, ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის ორგანიზებით აქცია გაიმართა. მასში “ენერგო-პრო ჯორჯიას” პროფკავშირების წევრები და პროფკავშირების გაერთიანებაში შემავალი რამდენიმე სხვადასხვა დარგობრივი პროფკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here