საქართველოს პრეზიდენტი კონგრესმენებსა და სენატორებს შეხვდა

0
959

საქართვლოს პრეზიდენტი ვაშინგტონში ვიზიტს განაგრძობს. გიორგი მარგველაშივილი მაღალი დონის შეხვედრებს ამერიკის შერთებული შტატების კონგრესსა და სენატში მართავს.

ქვეყნის პირველი პირი აშშ-ს კონგრესის იურიდიული და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ ტედ პოს და დემოკრატიული საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელს სტენი ჰოიერს შეხვდა. ასევე გიორგი მარგველაშვილმა ქართულ დელეგაციასთან ერთად შეხვედრები გამართა სენატორ რონ ჯონსონთან და ტომ კოტონთან.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებს, ხაზგასმით აღინიშნა იმ ინიციატივის შესახებ, რომელსაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შემოღება გულისხმობს. მხარეებმა უსაფრთხოების საკითხებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს და იმ გამოწვევებს რომლის წინაშეც ახლა დასავლური თანამეგობრობა დგას.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა რომ შეშფოთებულია ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან ძალადობრივი აქტების განხორციელბით. გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ დაგმო ტერორიზმის ყველა ფორმით გამოვლინება.

საქართველოს დელეგაციამ ასევე ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ქვეყნისთვის საკვანძოა შეერთებულ შტატებთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაღრმავება და ამ ურთერთბის ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here