საქსტატი საწარმოთა საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს

0
1111

საქსტატი საწარმოთა საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს.
საქსტატის ინფორმაციით, ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2014 წელს საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 50.1 მლრდ ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 26.1 მლრდ ლარი შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 81.9 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 8.7 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 9.4 პროცენტი. ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილი ბიზნესი – 80.2 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 9.5 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 10.3 პროცენტი.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2014 წლის განმავლობაში 37.9 მლრდ ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 24.8 მლრდ ლარი შეადგინა.
საქონლისა და მომსახურების მთლიანი ყიდვები საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 81.4 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 8.6 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 10.0 პროცენტი.
თითქმის იდენტური ვითარებაა გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებზეც: მსხვილი ბიზნესი – 81.7 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 8.6 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 9.7 პროცენტი.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა ფიქსირებულ აქტივებში შეადგინა 3559.6 მლნ ლარი, რაც საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 76.4 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 7.6 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 16.0 პროცენტი.
საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 592.1 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 39.3 პროცენტი ქალია, ხოლო 60.7 პროცენტი – კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 56.2 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 15.4 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 28.4 პროცენტი.
მსგავსი ტენდენციაა სქესის მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის საწარმოს ზომის მიხედვით განაწილებაშიც: ქალები – მსხვილი ბიზნესი – 51.8 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 16.9 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 31.3 პროცენტი. კაცები – მსხვილი ბიზნესი – 59.0 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 14.4 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 26.6 პროცენტი.
საწარმოებში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 565.9 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 39.7 პროცენტი ქალია, ხოლო 60.3 პროცენტი – კაცი.
დაქირავებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 58.7 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 15.8 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 25.5 პროცენტი.
დაახლოებით მსგავსი ტენდენციაა სქესის მიხედვით დაქირავებულთა მთლიანი რაოდენობის საწარმოს ზომის მიხედვით განაწილებაშიც: ქალები – მსხვილი ბიზნესი – 53.5 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 17.2 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 29.3 პროცენტი. კაცები – მსხვილი ბიზნესი 62.1 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 14.9 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 23.0 პროცენტი.
საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე შეადგინა 5470.6 მლნ ლარი, რომლის განაწილება საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგია: მსხვილი ბიზნესი – 75.6 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 12.5 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 11.9 პროცენტი.
საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნეს სექტორში შეადგინა 800.5 ლარი, მათ შორის ქალების – 588.9 ლარი. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1029.5 ლარი, საშუალო ბიზნესი – 636.9 ლარი,მცირე ბიზნესი – 375.2 ლარი.
საქმიანობის სახეების მიხედვით მთლიან ბრუნვაში პრევალირებენ „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ – 50.5 პროცენტი, „დამამუშავებელი მრეწველობა“ – 13.4 პროცენტი, „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა“ – 10.3 პროცენტი, „მშენებლობა“ – 7.6 პროცენტი, „ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა“ – 4.7პროცენტი.
საქმიანობის სახეების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს „დამამუშავებელი მრეწველობა“ და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: „დამამუშავებელი მრეწველობა“ – 25.4 პროცენტი, „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ – 17.1 პროცენტი, „მშენებლობა“ – 15.7 პროცენტი, „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა“ – 13.8 პროცენტი, „ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა“ – 8.1 პროცენტი.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, საქმიანობის სახეების მიხედვით დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში პრევალირებენ „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნებისრემონტი“ – 23.5 პროცენტი, „დამამუშავებელი მრეწველობა“ – 14.8 პროცენტი, „მშენებლობა“ – 11.4 პროცენტი, „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა“ – 10.0 პროცენტი, „ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა“ – 10.0 პროცენტი.
განსხვავებული ტენდენციაა სქესის მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის საქმიანობის სახეების მიხედვით განაწილებაში: თუმცა დასაქმებულ ქალთა მთლიან რაოდენობაშიც პირველ ადგილზეა „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ – 26.8 პროცენტი, „ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება“ – 18.7 პროცენტი, „დამამუშავებელი მრეწველობა“ – 12.6 პროცენტი, „ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა“ – 9.1 პროცენტი, „სასტუმროები და რესტორნები“– 8.5 პროცენტი.
დასაქმებულ კაცთა მთლიან რაოდენობაში აგრეთვე პრევალირებენ „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ – 21.3 პროცენტი, „მშენებლობა“ – 17.4 პროცენტი.„დამამუშავებელი მრეწველობა“ – 16.2 პროცენტი, „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა“ – 12.4 პროცენტი, „ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა“ – 10.6 პროცენტი.
რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში პრევალირებენ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 71.9 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 6.8 პროცენტი, ქვემო ქართლი – 5.7 პროცენტი, იმერეთი – 4.8 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.4 პროცენტი.
რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში პრევალირებენ კვლავ თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 64.6 პროცენტი, ქვემო ქართლი – 8.0 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 7.8 პროცენტი, იმერეთი – 5.2 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.2 პროცენტი.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილება ხასიათდება შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 62.8 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 9.2 პროცენტი, იმერეთი – 7.9 პროცენტი, ქვემო ქართლი – 5.9პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.5 პროცენტი.
მცირედ განსხვავებული ტენდენციაა სქესის მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის რეგიონების მიხედვით განაწილებაში: დასაქმებული ქალები: ქ.თბილისი – 65.5 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 9.2 პროცენტი, იმერეთი – 7.3 პროცენტი, ქვემო ქართლი – 5.0 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8 პროცენტი. დასაქმებული კაცები: ქ.თბილისი – 61.1 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 9.3 პროცენტი, იმერეთი – 8.3 პროცენტი, ქვემო ქართლი – 6.5 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.9 პროცენტი.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here