იუსტიციის მინისტრმა სტუდენტებს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ გააცნო

0
1008

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ გააცნო.
იუსტიციის მინისტრისა და სტუდენტების შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა.
როგორც წულუკიანმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, იუსტიციის სამინისტრო საქართველოს უნივერსიტეტებში, სადაც სტუდენტებს დიდი ინტერესი აქვთ, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ წარდგენას იწყებს.
„ვიწყებთ, წარვადგინოთ ჩვენი მთავრობისა და იუსტიციის სამინისტროს რეფორმებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი – „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპულ გზაზე სიარული და რეფორმები არა მხოლოდ იმისთვისაა, რომ ევროპაში ჩვენი ინტეგრაცია მოხდეს, არამედ ეს რეფორმები, პირველ რიგში, კარგია ქვეყნისთვის“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესებზეა მორგებული.
„ეს კოდექსი გამორიცხავს ჩვენს ქევყანაში წარსულის კულტურას, რაც 14-15-16 წლის ბავშვების ბევრი წლით ციხეში ჩასმას ეხებოდა, როგორც კი მათ ერთხელ რაიმე შეეშლებოდათ. ეს კოდექსი არის რეალურად ის, რაც ჩვენს ქვეყანას პირველად აქცევს გაერო-ს ბავშვთა კონვენციის შესაბამის ქვეყნად, სადაც ბავშვის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში დაცული იქნება“, – აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ამ კოდექსის წყალობითაა, რომ სექტემბრიდან პირველად ბავშვებისთვის შემოვიდა ისეთი სასჯელი, როგორიცაა არაა ციხე, არამედ შინაპატიმრობა ელქტრონული სამაჯურის მეშვეობით.
„გაძლიერდება მედიაცია, განრიდების ინსტიტუტები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იანვრიდან უკვე არასრულწლოვანთა საქმეებს განიხილავს მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები და მოსამართლეები.“, – განაცხადა წულუკიანმა.
როგორც თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ აღნიშნა, უნივერსიტეტი მსგავსი შეხვედრების გამართავს მიესალმება.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარი ყოველთვის ღიაა საჯარო შეხვედრებისთვის. იუსტიციის სამინისტრო ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს უნივერსიტეტთან. დღესაც ახალ საკანონმდებლო ინიციატივას სტუდენტებს თავად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გააცნობს, რაც ვფიქრობ, ჩვენი სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის იქნება ძალიან საინტერესო“, – განაცხადა პაპავამ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here