საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა

0
1254

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი აირჩიეს. ფარული კენჭისყრით, 18-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა ლევან კობიაშვილს, ხოლო 15-მა – რევაზ არველაძეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილის არჩევას სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში შეკრებილი მისი გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ. როგორც გულშემატკივრები აცხადებენ, ქართული ფეხბურთისთვის კობიაშვილის გამარჯვება გადამწყვეტი იყო. მათ იმედი აქვთ, რომ ფეხბურთის განვითარებისთვის მნიშვნლოევანი რეფომრები დაიწყება და კობიაშვილის პრეზიდენტობა ქართულ ფეხბურთს წარმატებებს მოუტანს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა – რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებდა.
„ჰოლიდეი ინნ”-ში და მის მიმდებარე ტერირიაზე დილიდან დაძაბული ვითარება იყო. სასტუმროსთან მიმდინარეობდა ლევან კობიაშვილისა და რევაზ არველაძის მხარდამჭერი აქციები. რამდენჯერმე მოხდა არველაძისა და კობიაშვილის მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.
“ჰოლიდეი ინნ”-ში კი, დღის გამნავლობაში კამათობდნენ ერთ-ერთი დელეგატის, გეგა გობეჯიშვილის დაკავების ფაქტზე.
გობეჯიშვილი, რომელიც გუშინ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა. მან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ მხარს რეზი არველაძეს დაუჭერდა. თუმცა, უეფა-ს გადაწყვეტილებით, გობეჯიშვილს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია და იგი სხვა დელეგატმა შეცვალა.