თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

0
949

„თელასის“ ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კრწანისის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თელეთის III შესახვევის, ბერძნის, ლორთქიფანიძის, გრიშაშვილის, ბექა-ოპიზარის, საბანაძის, წალკის, დეკაბრისტების და ქუმსიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის II კვარტლის, ნუცუბიძის და ბროლოსანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ბოგდან ხმელნიცკის და გაბრიელ ბერი სალოსის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის V კვარტლის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზედაზენის, კოკინაკის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, გრუზინსკის, ჯავის და მოლოკოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here