თბილისში ე.წ ყვითელი ავტობუსები მომავალი წლიდან შეიცვლება

0
845

მომავალი წლიდან, თბილისს გარკვეული რაოდენობის ახალი საზოგადეობრივი ტრანსპორტი ეყოლება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, დედაქალაქის ავტოპარკის სრულად, თუმცა დროში გაწერილი სქემის მიხედვით განახლდება.
“საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით ჩვეულ უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად ვმუშაობთ “იბიარდისთან”. გვაქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მხარდაჭერაც და მომავალი წლის გარკვეულ პერიოდში თბილისში გვეყოლება ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი”,-აღნიშნა ლექვინაძემ.
მისივე თქმით, იგეგმება თბილისში არსებული ავტოპარკის სრულად შეცვლა , თუმცა დროში გაწერილი სქემით.
“როგორი იქნება ქმედებები, ამის შესახებ უახლოეს პერიოდში გაცნობებთ, რადგან ამ საკითხთან მიმართებაში პროგრესი გვაქვს”, – განაცხადა ლექვინაძემ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here