საფრანგეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

0
1307

საფანგეთის სამხრეთით, ზღვისპირა ალპებში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 16 ადამიანი ემსხვერპლა და სამი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.
ის სტიქიით დაზარალებულ რეგიონში ჩავიდა და ამ დროისთვის ქალაქ ბიიოტში იმყოფება, სადაც წყლის ძლიერი ნაკადის გამო მოხუცებულთა თავშესაფარში სამი მოხუცი გარდაიცვალა. მან დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე დღეში ოფიციალურად დადასტურდება, რომ ეს იყო ბუნებრივი კატასტროფა, რათა დაზარალებულებს ზარალი აუნაზღაურდეთ. ფინანსური დახმარება მათ სამი თვის განმავლობაში გადაეცემათ. მისივე თქმით, სტიქიის სალიკვიდაციოდ ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება.