ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი ევროპარლამენტს ერთობლივი სიტყვით მიმართავენ

0
923

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ევროპარლამენტს ერთობლივი სიტყვით მიმართავენ. ევროპარლამენტის კომიუნიკეს თანახმად, ორი ქვეყნის ლიდერები სტრასბურგში დღეს, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ერთად წარდგებიან.

დოკუმენტის თანახმად, ანგელა მერკელსა და ფრანსუა ოლანდს სესიაზე დასწრება ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, მარტინ შულცმა შესთავაზა. “ეს ისტორიის მძიმე მომენტის ისტორიული ვიზიტია. ევროკავშირი უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას და მის ლიდერებს დიდი პასუხისმგელობა მოეთხოვება”, – განაცხადა შულცმა.

ბოლოს გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები ევროპარლამენტის წინაშე ერთად 1989 წელს წარდგნენ. მაშინ ევროდეპუტატებს სიტყვით ჰელმუტ კოლმა და ფრანსუა მიტერანმა მიმართეს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here