ბორჯღალოსნები დღეს ნამიბიას დაუპირისპირდებიან

0
888

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩს გამართავს. ქართველი მორაგბეები ნამიბიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.
მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი წარადგენს.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები ამ მატჩში გამარჯვებას მოიპოვებს და ორ დღეში ახალი ზელანდია ტონგას დაამარცხებს, “ბორჯღალოსნები” ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებენ და 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების საგზურს მოიპოვებენ. მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატს იაპონია მასპინძლობს.
ამ დროის მონაცემებით C ჯგუფში პირველ ადგილს 14 ქულით ახალი ზელანდია იკავებს, მეორეზე არგენტინის ნაკრებია – 10 ქულით, მესამე ადგილზე ტონგა – 6, ხოლო ქართველი მორაგბეები მეოთხე ადგილზე არიან 4 ქულით. ბოლო ადგილს ნამიბიის ეროვნული ნაკრებია 0 ქულით.

ბორჯღალოსნები ნამიბიას მეხუთედ ხვდებიან

საქართველოს ნამიბიის ეროვნულ ნაკრებთან აქამდე 4 მატჩი აქვს გამართული, რომლის სტატისტიკაში 1 წაგება, ხოლო 3 მოგება ჩაიწერა. პირველად გუნდები ერთმანეთს 2007 წლის ერთა თასის ჩემპიონატზე შეებნენ, რომელიც ბორჯღალოსნების გაამრჯვებით დასრულდა. 3 თვეში 2007 წლის მსოფლიო თასზეც ერთ ჯგუფში მოხვდნენ და აქ საქართველომ მატჩი ყველაზე დიდი სხვაობით 30-0 გამარჯვებით დაასრულა. 2010-2011 წლებში ერთა თასის მიმდინარეობისას გუნდები ისევ შეეყარნენ ერთმანეთს. ამჯერად, პირველ მატჩში ნამიბიამ იმარჯვა, შემდეგ წელს კი ბორჯღალოსნებმა მეტოქეს მოგება ისევ არ დაუთმეს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here