თურქეთში უმსხვილესი გაზეთის დირექტორმა ზეწოლის გამო თანამდებობიდან გადადგა

0
1262

თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთის დირექტორი ექრემ დუმანლი თანამდებობიდან გადადგა, გადადგომის მოტივად კი მედიაზე და მასზე განხორციელებული ზეწოლა დაასახელა. ექრემ დუმანლის თანამდებობიდან გადადგომამ თურქულ და მსოფლიო პრესაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. დუმანლი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ 2001 წლიდან დღმდე “ზამანის” გაზეთის დირექტორია მაგრამ ბოლო დროს თავისუფალ მედიაზე და მასზე განხორციელებული ზეწოლა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში დაბრკოლებას უქმნის.

 ექრემ დუმანლის განცხადებით, მან თანამდებობა იმ მიზეზით დატოვა, რომ განხორციელებული ზეწოლა მას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდა და ეს მდგომარეობა მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებდა.

დუმანლი წერილობით განცხადებაში, “ბოლო დროს თავისუფალ მედიასა და ჩემს მიმართ განხორციელებული უკანონო ზეწოლის გამო ვგრძნობ, რომ სამსახურეობრივ მოვალეობას თავს ვერ ვართმევ. 2001 წლიდან “ზამანის” გაზეთში ვმუშაობდი და ვცდილობდი გარკვეული წვლილი შემეტანა. მაგრამ დღეს ვხედავ, რომ ამ გაზეთში მუშაობით ჩემს მოვალეობას საკმარისად ვერ გავართმევ თავს და ვფიქრობ ჯანმრთელობაც ამაში ხელს არ შემიწყობს. ამის გამო, მთავარი რედაქტორის პორსტიდან გადავდექი.”-განაცხადა მან.

ექრემ დუმანლი, გასულ წლეს დეკემბერის თვეში გაზეთის შტაბ-ბინაში პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. პოლიციამ, დაკავების საფუძვლად იმ გაზეთში რომლის მთავარი რედაქტორიც ექრემ დუმანლი იყო, სხვა მწერლის მიერ გამოქვეყნებული სტატია და ისევ ამ გაზეთში გამოქვეყნებული ორი ინფორმაცია დაასახელა. ექრემ დუმანლი რამდენიმე დღიანი გამოძიების შემდეგ გაათავისუფლეს მაგრამ მას საზღვარგარეთ გასვლა აეკრძალა.