ჩუღურეთის რაიონის ქუჩების ნაწილს ხვალ წყალმომარაგება შეუწყდება

0
911

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩუღურეთის რაიონში, მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე გამავალ წყალსადენის ქსელზე, დღეს, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ინფორმაციით, წყალსადენის 500 მმ-იან ქსელზე კომპანია უახლესი ტიპის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულს დაამონტაჟებს, რაც, სამომავლოდ, ქსელში წყლის განაწილების პროცესს გააუმჯობესებს. სამუშაოების განხორციელება მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.
გეგმური ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 8 ოქტომბრის დილის 10:00 საათიდან 9 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ჩუღურეთის რაიონის ქუჩების ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე – http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli გადაუდებელი ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here