პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერითა და ინიციატივით, ინოვაციური პროექტი – ,,გარემო ბავშვებისთვის’’ ხორციელდება

0
1080

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-მრეწველები’’ თავმჯდომარე, ვლადიმერ ძნელაძე, პოლონურ-ქართული კომპანიის წარმომადგენელს, ვოიტეკ გრაფჩევსკის და ცნობილ პოლონელ ლანდშაფტის დეკორატორსა და არქიტექტორს, კაშა მოლსკას შეხვდა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერითა და ინიციატივით, აბასთუმანი N4-ში მდებარე ორგანიზაციის ,,ბავშვი და გარემო’’ მიმდებარე ტერიტორიაზე ინოვაციური პროექტი ,,გარემო ბავშვებისთვის’’ ხორციელდება.
,,აღნიშნულ ბავშვთა სახლში, რომლის ეზო მოუწყობელია, სოციალურად დაუცველი ბავშვები და შშმ პირები ცხოვრობენ. გამომდინარე აქედან, პოლონეთის საელჩო ქართულ-პოლონურ კომპანია ,,აგრომაქს დეკორს’’ დაუკავშირდა, რომლის დახმარებით საქართველოში ცნობილი პოლონელის ლანდშაფტის დეკორატორი და არქიტექტორი კაშა მოლსკა ჩამოვიდა. სწორედ მათი ხელშეწყობითა და დახმარებით პარკში 30 000 ევროს ღირებულების სამუშაოები განხორციელდა, გამწვანდა და კეთილმოეწყო ტერიტორია, დაიდგა ატრაქციონები’’,-განაცხადა ვლადიმერ ძნელაძემ.
პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, დიდუბის გამგეობის დახმარებით აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ფეხბურთის მოედანი, დაიგო ასფალტის საფარი.
,,ამდენად, ტერიტორია სრულად განახლდება, გამწვანდება და კეთილმოეწყობა’’,-განაცხადა ანა ჩანგიანმა.
ლადო ძნელაძემ პროექტი დადებითად შეაფასა, სტუმრებს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

12092264_423032344558823_31843426_n

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here