გიორგი მარგველაშვილი ანკარაში ტერაქტის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

0
943

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

“შეძრწუნებული ვარ თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანკარაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ.
ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here