თურქეთში ხელისუფლება ოპოზიციურად განწყობილ ჟურნალისტბის გაჩუმებას ცდილობს

0
896

თურქეთში არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლების მხრიდან თავისუფალი მედიის მიმართ ზეწოლა დღითდღე მატულობს. ქვეყნის ყველაზე მაღალტირაჟიანი ინგლისურენოვანი გაზეთის “Today’s Zaman” მთავარი რედაქტორი ბიულენთ ქენეში სოციალური მედიით გამოქვეყნებული გამონათქვამების გამო დააპატიმრეს.

ქენეში გუშინ საღამოს პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად დაპატიმრებულ იქნა. ქელეშმა, მთავარი ოპოზიციური ძალის, სახალხო რესპუბლიკური პარტიის (CHP) ლიდერის ქემალ ქილიჩდაროღლუს სიტყვები კომენტარის დამატების გარეშე სოციალური მედიის საშუალებით გაავრცელა, რაც მას ‘პრეზიდენტის შეურაცყოფად’ ჩაეთვალა. განსაკუთრებით 17-25 დეკემბრის კორუფციისა და კრთამის აღების შესახებ გამოძიების დაწყების შემდეგ ხელისუფლებამ თავისუფალ მედიაზე ზეწოლა გაზარდა და პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის შეურაცყოფის ბრალდებით ჟურნალისტების მიმართ საჩივრის შეტანა დაიწყო.

სასამართლოს დერეფნებში მოსიარულე ჟურნალისტებს, ქვეყნის ინგლისურენოვანი გაზეთის “Today’s Zaman” მთავარი რედაქტორი ბიულენთ ქენეშიც დაემატა. ოპოზიციურად განწყობილი ყველა ძალის წინააღმდეგ დაშინებისა და ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებული “პრეზიდენტის შეურაცყოფის” ბრალდება ამ ჯერად ბიულენთ ქენეშს წაუყენეს.

ქენეშის მიერ Twitter-ის საშუალებით სხვადასხვა დროს გაზიარებული მესიჯები დანაშაულად ჩაითვალა. გამოძიების კიდევ ერთი საგანი Twitter-ის საშუალებითა გაზიარებული კარიკატურა იყო. ქენეშმა ისეთი ქარიკატურა გაიზიარა რომელსაც არც არავისი სახელი და არც არანაირი ინსტიტუტის სახელწოდება ჰქონდა მაგრამ მაინც ‘პრეზიდენტის შეურაცყოფის’ ბრალდება წაუყენეს. ქენეშმა, სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერის ქემალ ქილიჩდაროღლუს სიტყვები: “როგორც შენ იპოვე გამოსავალი მასეთ გზას ჩვენ არ ავირჩევთ, ფულები როგორც გაანულე, ვიცით ” ,გაიზიარა, რაც ბრალად წაუყენეს.

ქენეში: თუ თქვენ გაჩუმება არ გინდათ, ვერვინ ვერ გაგაჩუმებთ

პოლიციის დაკავების შემდეგ ქენეშმა, პრესასთან განცხადება გააკეთა სადაც მან ბოლო დროს ჟურნალისტების მიმართ გაძლიერებულ ზეწოლას ხაზი გაუსვა. ქენეშმა ისიც გაიხსენა, რომ ხელისუფლება სხვადასხვა ხერხს მიმართავს, რათა საზოგადოებამ ოპოზიციურად განწყობილ სატელევიზიო არხებს არ უყუროს.”შეიძლება გაჩუმება უნდათ მაგრამ თუ თქვენ გაჩუმება არ გინდათ ვერვინ ვერ გაგაჩუმებთ. ქვეყანის, უკანონო, თვითნებურ, რეპრესიულ, დესპოტურ მართვის სისტემად გადაქცევას რაც შემეძლება შევეწინააღმდეგები.”-განაცხადა მან.

 

ქენეშის დაპატიმრებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მსოფლიოს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის ფრიდომ ჰაუსის განცხადება:

“არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ბიულენთ ქენეშის დაპატიმრება, მედიის მიმართ განხორციელებული სასტიკი ზეწოლის კიდევ ერთი მაგალითია და რის გამოც ძალიან შეშფოთებულები ვართ. მედიის ატმოსფერო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელოვანი ნაწილია. ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად ოპონენტების მიმართ ზეწოლა ძალიან შემაშფოთებელია.”- ნათქვამია განცხადებაში.

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე: ბიულენთ ქენეში დაუყოვნებლივ გაათავისუფლდეს

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე ორგანიზაციამ (RSF) Today’s Zaman-ის მთავარი რედაქტორის ბიულენთ ქენეშის დაუყოვნებლივ განთავისუფლება მოითხოვა.

RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორი იოჰან ბიჰარი, ბიულენთ ქენეშის დაკავებას სკანდალად აფასებს. “თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო ჟურნალისტის დაპატიმრება მიუღებელია, ეს როგორც თურქული კონსტიტუციის, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევა”.-განაცხადა ბირჰამა.

აშშ-ის განცხადება: ეს დემოკრატია არ არის

აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაგ ფრანცმა, ბიულენთ ქენეშის დაპატიმრება მკაცრად გააკრიტიკა.

ფრანცი, პირადი Twitter-ის ანგარიშიდან გაკეთებულ განცხადებაში, “ჩემს თურქ მეგობრებს შევახსენებ,  რომ ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის და ბიულენთ ქენეში Twitter-ზე საკუთარი აზრის გამოხატვის გამო დაკავებულია. ეს დემოკრატია არ არის.” განაცხადა მან.

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი: ბიულენთ ქენეში დაუყოვნებლი უნდა განთავისუფლდეს

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის (CPJ) გაკეთებულ განცხადებაში, “CPJ-ი, ბიულენთ ქენეშის დაპატიმრებას გმობს” -ნათქვამია განცხადებაში. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი აცხადებს, რომ დემოკრატიის მიმართ ასეთი მიდგობა, ქვეყნებს რომლებსაც ევროკავშირში შესვლის სურვილი აქვთ არ შეეფერებათ.

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის (CPJ) სახელით განცხადება ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის კოორდინატორმა ნინა ოგნიანოვამ გააკეთა, “თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებთ შეწყვიტოს მედიაზე ზეწოლა და დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს ბიულენთ ქენეში.”- ნათქვამია CPJ-ს განცხადებაში.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here