„მომავლის ქალაქი“ – გლობალური პროექტი დაიწყო

0
918

თბილისის მერი დავით ნარმანია ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის „ფრაუნჰოფერის“ და ”სითი ინსტიტუტ საქართველოს” წარმომადგენლებს შეხვდა.
პროექტი „მომავლის ქალაქი“ ენერგოეფექტური ქალაქის შექმნაზეა ორიენტირებული. პროექტის ფარგლებში ურბანული პროცესები და მართვა, ენერგიის განახლებადი წყაროები, CO2-ის შემცირების, ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, კომუნიკაციისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, „ფრაუნჰოფერის“ წარმომადგენლები ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებს და წარმომადგენლებს შეხვდნენ და პრეზენტაციაზე თბილისის მერს, დავით ნარმანიას ქალაქის მდგრადი განვითარებისთვის რვა პროექტი წარუდგინეს. მათ შორის იყო ველოტრასების მოწყობა, ჰაერის ხარისხის ვიზუალიზაცია, მოსახლეობაში გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და სხვა.
დედაქალაქის მერია თბილისის ეფექტურად განვითარებისთვის რამდენიმე პროექტს შეარჩევს, რის შემდეგაც, „მომავლის ქალაქის“ გერმანელი პარტნიორები დედაქალაქის მერიის შესაბამის თანამშრომლებს საკუთარ ხედვას გააცნობენ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here