,,კავკასიური ყველი 2015“-ის გამარჯვებული ყველის მწარმოებლები გამოვლინდნენ

0
932

 ფესტივალი ,,კავკასიური ყველი 2015“ დასრულდა. ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონკურსში გამარჯვებული ყველის მწარმოებლები სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ დააჯილდოვა.
,,წელს ფესტივალში ქართველი მწარმოებლების გარდა, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მინდა მივულოცო ყველა გამარჯვებულ მწარმოებელს. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ არ იკარგება ყველის წარმოების უძველესი, ტრადიციული მეთოდები და ყველის სახეობები. ასევე მათი დამსახურებაა, რომ ყოველ წელს ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ყველის მრავალფეროვანი ასორტიმენტის გაცნობის და დაგემოვნების საშუალება ეძლევათ. ეს ხელს უწყობს ტრადიციული ქართული და ევროპული ყველის ადგილობრივ ბაზარზე პოპულარიზაციას“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
დარგის სპეციალისტებითა და ყველის ტექნოლოგებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ 7ნომინაციაში სხვადასხვა სახეობის 12 გამარჯვებული ყველი გამოავლინა. გამარჯვებული ყველის მწარმოებლები სპეციალური დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოვეს. ესენია: კატეგორია ,,ტრადიციული ყველი“: ოქროს მედალი – კოოპერატივი ,,არეგნატენ“ (სომხეთი), ოქროს მედალი – შპს ,,ვან 412“ (საქართველო);
კატეგორია ,,ფესტივალის აღმოჩენა“: ოქროს მედალი – ,,კობის ყველი“ (ი.მ რუსლან გუჯარაძე); კატეგორია ,,საუკეთესო დიზაინი“: ოქროს მედალი – თერჯოლა (იმერთის რეგიონი); კატეგორია ,,ყველის მრავალფეროვნება და ინოვაცია“: ოქროს მედალი – ,,მონასტრის ყველი“ (ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია); კატეგორია ,,რძის ინდუსტრიულ წარმოებაში ნატურალური ხაზის პოზიცირება“: ოქროს მედალი – კომპანია ,,სანტე“; კატეგორია ,,ხალხის რჩეული ყველის მწარმოებელი“: I ადგილი – ი.მ მელს ბდოიანი, II ადგილი – კომპანია ,,ჩიზკო“, III ადგილი – კომპანია ,,ნატურალ პლიუსი“; კატეგორია ,,ევროპული ყველის მწარმოებელი“: I ადგილი – შპს ,,ვან 412“, II ადგილი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,ლელო“, III ადგილი – ი.მ ნანა დათაშვილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ყველის მწარმოებლთა გილდიის ორგანიზებით, ფესტივალი ,,კავკასიური ყველი 2015“ 10-11 ოქტომბერს გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 60-მდე სახეობის ყველი.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here