დავით უსუფაშვილი ვიზიტით ჩინეთს ეწვევა

0
1039

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი 14-17 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, 14 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე აზიური პოლიტიკური პარტიების აბრეშუმის გზის თემატური კონფერენციის გახსნის ცერემონიას დაესწრება და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ამავე დღეს დაგეგმილია დავით უსუფაშვილის შეხვედრა ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან, ჭან დეძიანგთან.
15 ოქტომბერს, კი სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სი ცზინპინი ერთობლივ შეხვედრას გამართავს კონფერენციაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებთან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, აგრეთვე, ტელესაკომუნიკაციო კორპორაციის „ზე-ტე-ის“ დათვალიერება. ვიზიტის დასასრულ კი, 16 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს თემატური კონფერენციის დახურვის ცერემონიაში. გათვალიწინებულია, ასევე, დავით უსუფაშვილის ინტერვიუ მასმედიის წარმომადგენელთათვის.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here