ევროპარლამენტი: თურქეთში თავისუფალი არჩევნების ჩატარება გარანტირებული ვერ იქნება

0
1224

თურქეთში Today’s Zaman-ის მთავარი რედაქტორის ბიულენთ ქენეშის დაპატიმრებას, ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ჯგუფის ქრისტიან-დემოკრატების მხრრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა.

ჯგუფის თურქეთის საკითხებზე მომხსენებელი რენატე სომერი აღნიშნავს, რომ თურქეთში პირველად Twitter-ზე საკუთარი აზრის გამოხატვის გაამო მთავარი რედაქტორი დააპატიმრეს. “ჟურნალისტებისა და პრესის წარმომადგენლების უმოწყალოდ დაშინებამ დაუჯერებელ დონეს მიაღწია.”-განაცხადა სომერმა. პრესასთან გაკეთებულ განცხადებაში სომერი, ქენეშის Twitter-ის საშუალებით კრიტიკული განცხადებების გაზიარების გამო დაპატიმრება, პრესის მიმართ ზეწოლის ზრდის მაჩვენებელია.

ასეთ პირობებში 1 ნოემბერის არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების გარანტია აღარ არსებობს განაცხადა სომერმა და აღნიშნა, რომ თურქეთი დემოკრატიულ ღირებულებებს სწრაფად შორდება.

ოპოზიციურად განწყობილი ყველა ძალის წინააღმდეგ დაშინებისა და ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებული “პრეზიდენტის შეურაცყოფის” ბრალდება ამ ჯერად ბიულენთ ქენეშს წაუყენეს.

ინგლისურენოვანი გაზეთის Today’s Zaman-ის მთავარი რედაქტორის, ბიულენთ ქენეშის მიერ Twitter-ის საშუალებით სხვადასხვა დროს გაზიარებული მესიჯები დანაშაულად ჩაითვალა. გამოძიების კიდევ ერთი საგანი Twitter-ის საშუალებითა გაზიარებული კარიკატურა იყო. ქენეშმა ისეთი ქარიკატურა გაიზიარა რომელსაც არც არავისი სახელი და არც არანაირი ინსტიტუტის სახელწოდება ჰქონდა მაგრამ მაინც ‘პრეზიდენტის შეურაცყოფის’ ბრალდება წაუყენეს. ქენეშმა, სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერის ქემალ ქილიჩდაროღლუს სიტყვები: “როგორც შენ იპოვე გამოსავალი მასეთ გზას ჩვენ არ ავირჩევთ, ფულები როგორც გაანულე, ვიცით ” ,გაიზიარა, რაც ბრალად წაუყენეს.