„ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველში „სამსუნგის“ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

0
1138

 „ელიტ ელექტრონიქსმა“ და „სამსუნგმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის თანახმად, „ელიტ ელექტრონიქსი“ „სამსუნგის“ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან მომხმარებელს შეუძლია, „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით შეიძინოს „სამსუნგის“ ბრენდის ყველა კატეგორიის საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ელიტ ელექტრონიქსის“ გენერალურმა დირექტორმა, ლადო ჯობავამ და შპს „სამსუნგ ელექტრონიქს კავკასიის“ კომპანიის წარმომადგენლობითი ოფისის დირექტორმა, ბიოუნგდოო ჩოიმ.
„მიუხედავად მიმდინარე წელს არსებული გამოწვევებისა, ჩვენ ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციებს, კომპანია იზრდება და გაყიდვების მაჩვენებლების ზრდადობა თითქმის 20 პროცენტს აღწევს, რაც არის წარმატება. ჩვენ ვახორციელებთ მრავალ პროექტს. უახლოეს მომავალში ჩვენ განვახორციელებთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინვესტიციას „ისთ პოინტში“, სადაც გავხსნით „ელიტ ელექტრონიქსის“ უდიდეს მაღაზიას. მისი მოცულობა იქნება 3 ათასი კვადრატული მეტრი. ჩვენ „სამსუნგთან ერთად მომხმარებელს შევთავაზებთ ბევრ სიახლეს“, – -განაცხადა „ელიტ ელექტრონიქსის“ გენერალურმა დირექტორმა, ლადო ჯობავამ.
როგორც „ელიტ ელექტრონიქსში“ აცხადებენ, კომპანია საქართველოში პირველი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელია, რომელიც 19 წელია, ფუნქციონირებს და ინარჩუნებს ტექნიკის ბაზრის ლიდერის პოზიციას. მათივე ინფორმაციით, „ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ოფიციალურ და სანდო პარტნიორს წარმოადგენს.
„კომპანია გამოირჩევა ბაზარზე საუკეთესო მომსახურებით, ტექნიკისა და ბრენდების ყველაზე ფართო ასორტიმენტით. აქ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ წამყვანი ბრენდების ყველა კატეგორიის საყოფაცხოვრებო ტექნიკა. საუკეთესო ფასები, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანა, ტექნიკის განვადებით შეძენა, მომსახურების მაღალი დონე და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან, ყოველივე ეს განაპირობებს „ელიტ ელექტრონიქსის“ დღევანდელ სახელსა და ლიდერის პოზიციას საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე“, -აცხადებენ კომპანიაში.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here