თბილისის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

0
789

„თელასის“ ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ხვალ თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კრწანისის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნის, ფურცელაძის, მანჯგალაძის, გუდიაშვილის, აბაშიძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, თაბუკაშვილის და პუშკინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, ავშნის, ზესტაფონის, ვახტანგ ნინუას, ხვინგიას, ცისარტყელას, რკინიგზის, მახალდიანის და მანჯგალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის, იუნკერთა, ჩკალოვის და დოდაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, VII მიკრორაიონების და სოფელ გლდანის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის, კავსაძის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, გუდაუთის, აგლაძის და ხოშარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here