ირანის პარლამენტმა ისტორიული – ბირთვული შეთანხმების კანონი მიიღო

0
821

ირანის პარლამენტმა ბირთვული პროგრამის შესახებ კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც “ექვსეულთან” დადებული შეთანხმება ძალაში შევიდა. ამის შესახებ “როიტერი” ირანის სახელმწიფო სააგენტო “ირნაზე” დაყრდნობით იტყობინება. შეთანხმების შესრულების ფარგლებში საერთაშორისო ინსპექტორების მიერ სამხედრო ობიექტების დათვალიერებაზე შეზღუდვები დაწესდება.
კანონს 161-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 59 წინააღმდეგი იყო, 13-მა კი თავი შეიკავა.

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით “ექვსეულმა” თეირანთან ისტორიულ შეთანხმებას 14 ივლისს მიაღწია.

შეთანხმება, ირანს სანქციებისგან გაათავისუფლებს. თუმცა, სავარაუდოდ, ძალაში დარჩება იარაღზე დაწესებული ემბარგო.

გავრცელებული ინფორმაციით, თეირანი დათანხმა ვაშინგტონის მოთხოვნას, რომელიც ყველა სამხედრო და შესაძლო საეჭვო ობიექტზე ინსპექციის ჩატარებას ითვალისწინებს.

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის დელეგაციები ირანთან ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ, სანაცვლოდ კი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებას სთავაზობდნენ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here