ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსში გაწევრიანებისადმი საქართველოს მისწრაფებას მხარს უჭერს

0
848

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ალიანსში გაწევრიანებისადმი, თუმცა მოუწოდებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PAჩE) რეზოლუციისა და ეუთო-ს ჰელსინკის დეკლარაციის რეკომენდაციები სრულად შეასრულოს.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეხება პარტნიორობისა და სტაბილურობის გაძლიერებას ნატო-ს ღია კარისა და პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში.
რეზოლუციის მთავარი გზავნილია, რომ ნატო-მ უნდა მიიწვიოს მონტენეგრო ალიანსში. რეზოლუცია ასევე აფიქსირებს სრულ და ურყევ მხარდაჭერას ალიანსის გაფართოებისადმი და ბოსნია და ჰერცოგოვინას, საქართველოს, მონტენეგროსა და მაკედონიის მისწრაფებებისადმი, გაწევრიანდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. კანონმდებლები ხაზს უსვამენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას, თუმცა პოტენციურ წევრებს შეახსენებენ, რომ მათ უნდა დააჩქარონ რეფორმები, რომ ალიანსის სტანდარტებს შეესაბამებოდნენ.
რეზოლუცია მოუწოდებს ნატო-ს წევრ ქვეყნებს, გააგრძელონ ასპირანტი ქვეყნებისთვის უელსის სამიტზე შეთანხმებული მხარდაჭერის გაწევა, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით. დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჰელსინიც დეკლარაცია.
რეზოლუციაში ასევე საუბარია უკრაინასთან დიპლომატიური, პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური დახმარების გაზრდის აუცილებლობაზე.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here