როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში

0
864

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, – ამის შესახებ “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, წვიმიანი ამინდი საქართველოში ხვალაც შენარჩუნდება, 15-16 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. 17-18 ოქტომბერს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს – 16 დან 20 ოქტომბრის ჩათვლით გამოიდარებს. ჩრდილოეთის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია თოვლ-ჭყაპი.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here