საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი დღეს შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან არტურ რასიზადესთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ოქთაი ასადოვთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამედიაროვთან.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი გვირგვინით შეამკობს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავს და მარადიული ცეცხლის კომპლექსს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ვიცე-პრემიერის ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხები.