თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებაა.
საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის, დელისის, გაგარინის, მიცკევიჩის, ტაშკენტის, ცაგარელის და შმიდტის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, აეროდრომის დასახლების, მხარგრძელის, ნაკაშიძის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის და სადგურის ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, სოფელ ახალდაბის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, კავსაძის, ფალიაშვილის და იმედაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის “ა”, I მიკრორაიონების და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის და კონსტიტუციის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს აღმართის, საქანელას, ჯავახიშვილის და ელბაქიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია განცხადებაში.