საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ იერუსალიმში, დელეგაციასთან ერთად ჯვრის მონასტერი დაათვალიერეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას ტაძარში მამა კლავიდიუსმა უმასპინძლა. როგორც სამღვდელოების წარმომადგენლება აღნიშნეს, საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობა მათთვის დიდი პატივია, ჯვრის მონასტერში ისტორიული ფაქტი მოხდა, 15-წლიანი პაუზის შემდეგ, სექტემბრიდან წირვა-ლოცვა ტაძარში ქართულადაც მიმდინარეობს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუა, ისრაელში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარიც დაათვალიერეს და დილის წირვას დაესწრნენ. ქართულ დელეგაციას ტაძარში მამა ნექტარიუსმა უმასპინძლა.
საქართველოს პრეზიდენტს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში და ჯვრის მონასტერში საჩუქრად ხატები გადასცეს.