დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით რუმინეთში გაემგზავრა

0
945

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დღეს სამუშაო ვიზიტით რუმინეთში გაემგზავრა.
სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით ბაქრაძის ორმხრივი შეხვედრები რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბოგდან აურესკუსთან, ეროვნული თავდაცვის მინისტრ მირჩეა დუშასთან, რუმინეთის სენატის საგარეო პოლიტიკის კომისიის პრეზიდენტ პეტრუ ფილიპთან და რუმინეთის დეპუტატთა პალატის ევროპულ საკითხთა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანა ბირჩალთან.
ასევე, დაგეგმილია დავით ბაქრაძის მონაწილეობა კონფერენციის მუშაობაში თემაზე “ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოება, გამოწვევები და შესაძლებლობები” (EU/NATO Enlargment, Challenges and Opportunities) და ინტერვიუ რუმინეთის ტელევიზიასთან – Realitatea.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here