საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ყატარის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ ელჩს წარმატებები უსურვა.
მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფა საქართველოში ყატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად 2015 წლის ივლისის თვეში დაინიშნა. მას დამთავრებული აქვს ტუნისის რესპუბლიკის ალ-მანარის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. მუშაობდა ყატარის საელჩოში ტრიპოლში, ტუნისსა და რომში. ბოლო წლებში მუშაობდა საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში მინისტრის თანაშემწის ოფისში.