ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო

0
1261

„რუსთავი 2“-ის დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ საჯარო განცხადების საფუძველზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება დაიწყო.
საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია მის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პოკურატურის ინფორმაციით, მომხდარის დეტალებში გარკვევის მიზნით მისი დაბარება და დაკითხვა უახლოეს მომავალში მოხდება.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, დღეს, ტელევიზიის შენობაში რამდენიმე საათის წინ შეხვდა ადამიანს, რომელმაც მას სამთავრობო მესიჯები მიაწოდა. თუმცა მისი ვინაობის დასახელებისგან და დამატებითი დეტალების გახმაურებისგან გვარამიამ თავი შეიკავა. “ჯერ არ ვარ მზად ამ ადამიანის დასასახელებლად. შეხვედრა მოხდა ამ შენობაში, რომელშიც ვიმყოფებით. თუ იმას ელოდებით, რომ ეს შეხვედრა მტკიცებულებებით და ფარული ჩანაწერებით წარიმართა, ეს ასე არ ხდება და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი არგუმენტი იმისთვის, რომ არ მეთქვა იყო ისიც, რომ მე ამ შეხვედრის მტკიცებულებები არ მაქვს”, – განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე გაიგო, რომ სასამართლო ხვალ “რუსთავი 2”-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს. “მითხრეს შემდეგი – არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები აქ ცხოვრობენ და ვერ მოვასწარი მათი ამერიკაში გაშვება, არ უნდა დამავიწყდეს, რომ ვიდეოზე გადაღებულია კონკრეტული ურთიერთობები და ეს გამოქვეყნდება. არ უნდა დამავიწყდეს, რომ მაქვს სატელეფონო საუბრები სააკაშვილთან და მე განადგურებილი ვიქნები ჩემი კოლეგების თვალში”, – განაცხადა გვარამიამ და დასძინა, რომ შატნაჟის მიუხედავად, “რუსთავი 2”-დან გაქცევას არ აპირებს.