პრემიერ-მინისტრი იტალიის ახალ ელჩს შეხვდა

0
1390

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველო-იტალიის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურმა ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.
ანტონიო ენრიკო ბარტოლი საქართველოში იტალიის ელჩია 2015 წლის 1-ლი სექტემბრიდან. წლების განმავლობაში იგი იყო ვაშინგტონში იტალიის საელჩოს პრესსპიკერი, პრესასთან ურთიერთობის, საზოგადოებრივი საქმეების და კულტურის სამსახურის უფროსი; პეკინში, იტალიის საელჩოში ასრულებდა საელჩოს მრჩევლის მოვალეობებს კულტურის საკითხებში, პოლიტიკური მრჩევლის რანგში კურირებდა ჩინეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებს; ასევე, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მსახურობდა მინისტრის აპარატში, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურში, ხოლო დიპლომატიური კარიერის დაწყებამდე, პროფესიულ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა.