თბილისის რამდენიმე უბანს დღეს გაზმომარაგება შეეზღუდება

0
978

გეგმიური სამუშაოების გამო დღეს თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეეზღუდება.
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცნობით, სანზონაში – ტიბაანის ქუჩაზე მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #96-ის გეგმიური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, 22 ოქტომბერს 11.00 საათიდან 17.00 საათამდე გაითიშება აღნიშნული რეგულატორი. გაზი შესაძლოა მიეწოდოს ჩვეულ რეჟიმზე დაბალი წნევით გარეჯელის, გუდამაყრის, თიანეთის, მუხრანის, ჩარგლის, ხორნაბუჯის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობასა და ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე კომერციულ ობიექტებს (470 აბონენტი).
საბურთალოს რაიონში, საბურთალოს ქუჩის #55-ში მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #240-ის გეგმიური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, 22 ოქტომბრის 11.00 საათიდან 17.00 საათამდე გაითიშება აღნიშნული რეგულატორი. კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს ქუჩის. 3კ, 43, 45, 53, 53ა, 55, 59ბ, 63-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობასა და ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე კომერციულ ობიექტებს (450 აბონენტი).
11.00 საათიდან 15.00 საათამდე გაითიშება ზაჰესის დასახლებაში მდებარე გაზმარეგულირებელი პუნქტი # 109. G. კომაპნიის ინფორმაციით, გაზმომარაგება შეუწყდება ჭიჭინაძის, ავჭალის, ყაზბეგის, კეცხოველის, თავისუფლების ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობასა და თავისუფლების ქუჩის 2, 10, 11, 11ა, 13, 13ა, 24-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას (570 აბონენტი). გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here